A
A A A
a A

ცესკოს წარმომადგენლები ყაზახეთის პარლამენტის სენატის არჩევნებს დააკვირდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლები 28 ივნისს ყაზახეთის პარლამენტის სენატის არჩევნებს დააკვირდნენ.

ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით ცესკოს წევრი დავით გოცირიძე და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები ეკატერინე ბაქრაძე და გია ცაცაშვილი არჩევნების მიმდინარეობას ასტანაში დააკვირდნენ. ისინი ელექტრონული რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურას დაესწრნენ.

ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში დავით გოცირიძემ ასევე გამართა შეხვედრა ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრ კონსტანტინ პეტროვთან. შეხვედრაზე მხარეებმა როგორც ყაზახეთის, ისე საქართველოს საარჩევნო სისტემაზე ისაუბრეს. ცესკოს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ყაზახეთში 26-29 ივნისს გაიმართა.

 

 

 

სულ: 3 ფოტო