A
A A A
a A

„საარჩევნო განვითარების სკოლა“ მსურველთა მიღებას იწყებს

„საარჩევნო განვითარების სკოლა“ მსურველთა მიღებას იწყებს. 18-24 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი საარჩევნო თემებთან დაკავშირებით და მიიღონ შესაბამისი ცოდნა. ტრენინგი 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

საარჩევნო განვითარების სკოლის სასწავლო პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავს: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ. 

პროექტის მეშვეობით გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა, მოხდება არჩევნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ასევე მიზნად ისახავს გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო,  რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიაროს საკუთარი პროფესიული გამოცდილება.

2015 და 2016 წელს პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს კიდევ გაიზარდა; სწავლება 23 მუნიციპალიტეტში: გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ახალგორში (წეროვანი, დევნილთა დასახლება), ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში გაიმართება.

სასწავლო კურსის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია და წარადგინონ ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში, 5-დან 12 ივლისის ჩათვლით. აპლიკანტმა საბუთების წარდგენისას უნდა იქონიოს  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროექტი, ევროპის საბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51

 

საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები, სადაც ჩატარდება ტრენინგები:

გურჯაანი, რუსთაველის ქ. №18

სიღნაღი, დ. აღმაშენებლის ქ. №13

თელავი, დავითაშვილის ქ. №2

ახმეტა, ბ. ჩოლოყაშვილის ქ. №50

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №19

გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №36

მარნეული, რუსთაველის ქ. №69

დუშეთი, მ. კოსტავას ქ. №23

წეროვანი, დევნილთა დასახლება, №3 საჯარო სკოლა

გორი, სამების ქ. №1

ბორჯომი,წმინდა ნინოს  ქ. №11

ახალციხე, რუსთაველის ქ. №45

ამბროლაური, აღმაშენებლის ქ. №18

საჩხერე, მაჭავარიანის ქ. №41

ზესტაფონი, წერეთლის ქ. №5

სამტრედია, რესპუბლიკის ქ. №6

ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №31

ოზურგეთი, დოლიძის ქ. №1

სენაკი, რუსთაველის ქ. №223

ზუგდიდი, მ. კოსტავას ქ. №58

ქ. ფოთი, 26 მაისის ქ. №7

ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. №27

ქობულეთი, მემედ აბაშიძის ქ. №10