A
A A A
a A

დასრულდა სასწავლო პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“

დასრულდა ცესკოსა და სწავლების ცენტრის ერთობლივი სასწავლო-საინფორმაციო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ განხორციელება. სასწავლო პროექტი 2017 წლის 29 მაისიდან 26 ივნისის პერიოდში საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები,  როგორებიცაა: 

  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები და ეთიკის კოდექსი;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის მიმოხილვა კენჭისყრის დღემდე პერიოდში;
  • კენჭისყრის დღე;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა, შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა.

პროექტი ხელს უწყობს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებას.

აღნიშნულ ტრენინგზე სულ დარეგისტრირდა - 2538 მსურველი, ხოლო ტრენინგს დაესწრო - 2178 მონაწილე. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

სულ: 4 ფოტო