A
A A A
a A

შეხვედრები პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებთან

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს მისიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, რომელიც პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებისთვის იმართება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ ანასაშვილმა და ამავე დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა  მონაწილეებს საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამომდინარე, სიახლეები გააცნეს და სხვადასხვა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს მისიის მიერ ყოველი საერთო არჩევნების წინ ორგანიზებულ მსგავს პროექტებში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ შეხვედრები ორი კვირის განმავლობაში, 28 ივნისიდან 16 ივლისის ჩათვლით იმართება.

სულ: 7 ფოტო