A
A A A
a A

7 ივლისის სხდომის შედეგი

7 ივლისს გამართულ სხდომაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაში - „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებები შევიდა (2012 წლის 2 მარტი №10/2012).

კომისიამ უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა 2017 წლის 22 ივნისს ჩატარებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდის მონაწილის ელენა გვაზავას საჩივარი. საჩივრის ავტორი ითხოვდა არასწორი პასუხის სწორ პასუხად ჩათვლას და ერთი ქულის მომატებას.

დღეს გამართულ სხდომაზე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა” ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ევროპის საბჭოსგან გრანტის მიღების თაობაზე.

კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩია:

№28 დუშეთი - მაია ველთაური, №41 ნინოწმინდა - ზარუჰი ესოიანი;

№43 ონი - მაკა ციხისელი, №63 აბაშა - ელეონორა კუპრეიშვილი.

შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა №1 მთაწმინდის, №19 თიანეთის, №33 ქარელის, №58 წყალტუბოს, №63 აბაშისა და №83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად; საბუთების მიღება ცესკოში 2017 წლის 11 ივლისიდან - 24 ივლისის ჩათვლით 18:00 სთ-მდე იქნება შესაძლებელი (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ). ასევე, გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი №8 დიდუბის, №59 ქუთაისის და №81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტურ თანამდებობებზე; საბუთები მიიღება ცესკოში 2017 წლის 10 ივლისიდან - 19 ივლისის ჩათვლით 18:00 სთ-მდე (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ).