A
A A A
a A

ტრენინგი „საარჩევნო განვითარების სკოლის“ ტრენერებისთვის

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  „საარჩევნო განვითარების სკოლის“ ტრენერთა ტრენინგი (ToT) ჩაატარა. 5 დღის განმავლობაში 48 ტრენერმა გაიარა საჭირო სწავლება, რის შემდეგაც „საარჩევნო განვითარების სკოლების“ სასწავლო კურსი ჩატარდება.

ტრენინგის დაწყებამდე, მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ცესკოს თავმჯდომარის  მოადგილე გიორგი შარაბიძემ, ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა და თავმჯდომარის მრჩეველმა თამაზ შარმანაშვილმა სიტყვით მიმართეს.

ტრენინგის მონაწილეებმა, რომლებმაც გადამზადება გაიარეს, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები არიან. სასწავლო კურსს  ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლები ახორციელებენ. ტრენერები საარჩევნო განვითარების სკოლებში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიც არის: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა, ასევე ევროპარლამენტის არჩევნები.

პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ წელს უკვე 23 მუნიციპალიტეტში (გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ახალგორში (წეროვანი - დევნილთა დასახლება), ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში) ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსის მეშვეობით გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა და მოხდება არჩევნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.

„საარჩევნო განვითარების სკოლა“ ევროპის საბჭოს (CoE) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. წელს უკვე მეორედ, ცესკომ პროექტის განსახორციელებლად ევროსაბჭოს პირდაპირი გრანტი მიიღო. პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით ატარებენ.

ტრენერთა ტრენინგი 8 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. 

სულ: 7 ფოტო