A
A A A
a A

14 ივლისის სხდომის შედეგები

14 ივლისს გამართულ სხდომაზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 15 სექტემბრის №44 დადგენილებაში - „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილება შევიდა.

დღესვე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დეპარტამენტების დებულებები დამტკიცდა:

  1. საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი;
  2. იურიდიული დეპარტამენტი;
  3. სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
  4. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
  5. საფინანსო დეპარტამენტი;
  6. ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
  7. კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;
  8. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
  9. შიდა აუდიტის დეპარტამენტი.

დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა პრეს-სპიკერის უფლებამოსილებები და ფუნქციები.       

კომისიამ ცვლილებები შეიტანა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემდეგ განკარგულებებში:

  • „ცესკოს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის უფლებამოსილებების დამტკიცების თაობაზე“ (2015 წლის 26 მარტი №31/2015);
  • „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მისი აპარატის მოხელეთათვის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის შენახვისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ (2015 წლის 12 მაისი №70/2015);
  • „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკის დამტკიცების შესახებ“ (2016 წლის 26 დეკემბერი №558/2016);
  • „საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვის, ანგარიშგებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ (2017 წლის 5 აპრილი №22/2017).

დღესვე კომისიის წევრებმა №26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ნელი კენკებაშვილი აირჩიეს, №37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად კი - თამარ მაისურაძე.