A
A A A
a A

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა

2017 წლის 14 ივლისს დასრულდა სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები, რომელიც განხორციელდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით.

აღნიშნულ გამოცდაზე სულ დარეგისტრირდა - 2569 მსურველი.

გამოცდაზე გამოცხადდა - 809 მონაწილე

გამოცდა წარმატებით ჩააბარა - 179 მონაწილემ, რომლებსაც ადგილზე გადაეცათ სერტიფიკატები.

სტატისტიკა გენდერულ ჭრილში 

გამოცდა წარმატებით ჩააბარა:

  • ქალი - 130
  • კაცი - 49