A
A A A
a A

შეხვედრა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციასთან

საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციას დღეს ცესკოს ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესი - ეს იყო მთავარი თემა, რაზეც დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. რა პროექტები განახორციელა საარჩევნო ადმინისტრაციამ 2017 წლის არჩევნებისთვის, რა სერვისებს სთავაზობს ამომრჩევლებს - ამ საკითხებზე ინფორმაცია დელეგაციის წევრებმა უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასგან მიიღეს.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციის წევრები საქართველოში 4 დღით იმყოფებიან და ვიზიტის ფარგლებში ისინი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. ვიზიტის დასასრულს დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შემფასებელ დოკუმენტს გამოაქვეყნებს.

 

 

 

სულ: 5 ფოტო