A
A A A
a A

სამუშაო ვიზიტი ინდოეთში

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ინდოეთის საარჩევნო კომისიის საარჩევნო მართვისა და დემოკრატიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სემინარში მიიღეს მონაწილეობა.

სემინარი სახელწოდებით „საარჩევნო ტრენინგები“ ნიუ დელიში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენელმა დიანა ზარიძემ, ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა თამარ ცერცვაძემ და ცესკოს სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების განყოფილების უფროსმა მაია გუდაძემ.

მონაწილეებმა დემოკრატიულ ქვეყნებში საარჩევნო ტრენინგების განხორციელებისა და ამ კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს, ასევე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს პოლიტიკური პარტიების, დამკვირვებლების, მედიის წარმომადგენლების და სამოქალაქო საზოგადოების ტრენინგების მიმართულებით. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარადგინეს შემდეგ საკითხებზე: „სასწავლო პროგრამები“ და „სასწავლო პროგრამების დაგეგმვის საკითხები“.

სემინარი 24-25 ივლისს დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტთან (International IDEA) თანამშრომლობით ჩატარდა.