A
A A A
a A

სამუშაო შეხვედრა საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებთან

თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ინფორმაციას იღებენ. სამუშაო შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს გაიმართა. ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ ანასაშვილმა მიაწოდა. სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა, რომელიც მონაწილეებს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და მოსალოდნელ გამოწვევებზეც ესაუბრა.

საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება და 9 აგვისტოს დასრულდება.

სულ: 9 ფოტო