A
A A A
a A

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით

2017 წლის 31 მაისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა 27 არასამთავრობო ორგანიზაცია, შემდეგ მიმართულებებზე:

  • პირველი მიმართულება - ამომრჩეველთა ინფორმირება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის.
  • მეორე მიმართულება - მოწყვლადი ჯგუფების და ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების პროცესში.

დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტები ითვალისწინებს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის ამომრჩეველთა, მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდასა და არჩევნებში მათი გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო ხასიათის პროგრამების და სხვა ფორმატის ღონისძიებების განხორციელებას.

დაფინანსებული საგრანტო პროექტები 2017 წლის 1 აგვისტოდან - 30 სექტემბრამდე პერიოდში განხორციელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.