A
A A A
a A

საინფორმაციო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

2017 წლის 4 აგვისტოს,  სწავლების ცენტრში, 2017 წლის 31 მაისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული 27 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების და პროექტების ხელმძღვანელებს გააცნეს ინფორმაცია საგრანტო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის საგრანტო პროექტის შუალედური და შემაჯამებელი ანგარიშის წარმოდგენასთან და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებით.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში დასრულდა.

სულ: 3 ფოტო