A
A A A
a A

პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები'' განხორციელების გრაფიკი (მეორე ეტაპი)

2017 წლის 7 აგვისტოდან საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში იწყება საინფორმაციო-სასწავლო კურსის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - 2017“ განხორციელების მეორე ეტაპი. აღნიშნული კურსი ითვალისწინებს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ხელს უწყობს საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩევნებში ჩართული მხარეების მიერ  პროფესიული კადრების შერჩევის მიზნით კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებას.

ორ დღიანი სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, მათ შორის:

კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები;

  • კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • კენჭისყრის პროცესი, საარჩევნო უბნის დახურვა;
  • საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • საარჩევნო ყუთის გახსნა;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა, შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა.

სასწავლო კურსს ცესკო და სწავლების ცენტრი 2015 წლიდან ახორციელებს.

სასწავლო კურსის განხორციელების გრაფიკი იხილეთ ბმულზე