A
A A A
a A

კონკურსი №3 საბურთალოს, №10 გლდანის, №13 სიღნაღის, №32 გორის, №38 ადიგენისა და №50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსებს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

საოლქო საარჩევნო კომისიის და დასახელება

საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებული ვაკანსიები

თანამდებობრივი სარგო

1.

№3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია

1 წევრი

780 ლარი

2.

№10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია

2 წევრი

840 ლარი

3.

№13 სიღნაღის გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია

1 წევრი

720 ლარი

4.

№32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია

1 წევრი

780 ლარი

5.

№38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისია

1 წევრი

690 ლარი

6.

№50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისია

1 წევრი

720 ლარი

 

განაცხადები მიიღება 2017 წლის პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მის.: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.);

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება (ივსება ადგილზე);
  2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
  3. უმაღლესი განათლების (აგრეთვე აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;
  4. ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);
  5. კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).
  6. ორი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
  7. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფოტოასლი.

 

შენიშვნა: საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, რომელთა ასლების შესაბამისობის დადგენის შემდგომ დოკუმენტაცია უბრუნდება კანდიდატს.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს 21 წლის ასაკიდან.