A
A A A
a A

კონკურსი №39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევ კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობაზე:

საოლქო საარჩევნო კომისიის და დასახელება

საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებული ვაკანსიები

თანამდებობრივი სარგო

1.     

№39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია

1 წევრი

690 ლარი


განაცხადები მიიღება 2017 წლის 4 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მის.: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.);

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება (ივსება ადგილზე);
  2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
  3. უმაღლესი განათლების (აგრეთვე აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;
  4. ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);
  5. კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).
  6. ორი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
  7. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფოტოასლი.

 

შენიშვნა: საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, რომელთა ასლების შესაბამისობის დადგენის შემდგომ დოკუმენტაცია უბრუნდება კანდიდატს.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს 21 წლის ასაკიდან.