A
A A A
a A

დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლების ტრენინგები 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის

2017 წლის 29 აგვისტოდან - 9 სექტემბრის ჩათვლით ცესკომ და სწავლების ცენტრმა ჩაატარა ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლებისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეთა ინფორმირებას საარჩევნო პროცესებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა როლის შესახებ და 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • მუნიციპალიტეტის ორგანოთა როლი საარჩევნო პროცესებში;
  • არჩევნების სანდოობა და საჯარო მოხელეების როლი (შეზღუდვები, რომელიც ვრცელდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე);
  • თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა;
  • ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა;
  • საბიუჯეტო თანხების გამოყენების აკრძალვა.

ტრენინგები გაიმართა საარჩევნო ადმინისტრაციის რეგიონულ რესურსცენტრებში. სულ პროექტის ფარგლებში ჩატარდა 8 სატრენინგო სესია საქართველოს 7 ქალაქში: ბოლნისი, თელავი, თბილისი, ბორჯომი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი.

მონაწილეებს გადაეცათ ამ პროგრამისთვის მომზადებული სახელმძღვანელოები.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

სულ: 2 ფოტო