A
A A A
a A

სამუშაო შეხვედრები საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და იურისტებთან

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და იურისტებთან სამუშაო შეხვედრები იმართება. პირველი შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღევანდელი შეხვედრა ეხება საკანონმდებლო საკითხებს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება-საჩივრის შეტანისა  და განხილვის პროცედურებს ითვალისწინებს. საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ, თუმცა ყველა არჩევნებს ახლავს თავისი სპეციფიკა და გამოწვევები, რომელზეც ჩვენ უნდა ვიცოდეთ სამართლებრივ და იურიდიულ ჭრილში როგორ ვიმოქმედოთ“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და იურისტებთან შემდეგ საკითხებს განიხილავენ: კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საარჩევნო დავები; დისციპლინური სახდელების გამოყენების ერთგვაროვანი პრაქტიკა; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; საჩივრების რეესტრის წარმოების პროცესთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

შეხვედრები ეტაპობრივად, 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებისა და იურისტებისთვის ხორციელდება და 18 სექტემბერს დასრულდება.

სულ: 17 ფოტო