A
A A A
a A

„იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“

„იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“ - საზოგადოებრივი აქციის ფარგლებში უკვე მეოთხე დღეა ცესკოს და სწავლების ცენტრის თანამშრომლები მოქალაქეებს ხვდებიან; ისინი ამომრჩევლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შესახებ აწვდიან ინფორმაციას და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებას სთავაზობენ.

ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.

სულ: 90 ფოტო