A
A A A
a A

2 ოქტომბრის სხდომის შედეგები

2 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ჭიქაბერიძე აირჩიეს.

დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებად დარეგისტრირდნენ:

დღესვე №24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ლევან ნონიაშვილი აირჩიეს.

კომისიამ  შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა №47 მესტიის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად; საბუთების მიღება ცესკოში 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით (10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე) იქნება შესაძლებელი (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ).