A
A A A
a A

ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესახებ

5 ოქტომბერს, №61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, შოთა ტუღუშის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ოქმის შედგენის მიზეზი გახდა, შოთა ტუღუშის სამუშაო კაბინეტში "ქართული ოცნების" დროშის დაფიქსირება.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, დაჯარიმების საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა შესაბამის სასამართლოს.