A
A A A
a A

შეხვედრა ეროვნული უმცირესობების საკითხებზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემაზე გამართულ მრავალპარტიულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა პროექტის - „ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის (OSCE-HCNM) მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების  წარმომადგენლობის ზრდას საქართველოს პარლამენტსა და ზოგადად, პოლიტიკურ პარტიებში.

სოფიო სიჭინავამ მონაწილეებს პრეზენტაცია „არჩევნების და ეროვნული უმცირესობების ჩართულობა“ წარუდგინა. შეხვედრაში ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის, ცესკოს, პოლიტიკური პარტიების, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სულ: 4 ფოტო