A
A A A
a A

შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა გაიმართა. იანოშ ჰერმანს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდნენ. თამარ ჟვანიამ იანოშ ჰერმანს  საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„დღეს ევროკავშირის ელჩისგან ორი მნიშვნელოვანი მესიჯი მივიღეთ - ისინი ძალიან დაინტერესებული არიან და ყურადღებით ადევნებენ თვალს საარჩევნო პროცესების მიმდინარეობას, და მეორე - მხარდაჭერას უცხადებენ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას. ასევე გამოთქვამენ მზადყოფნას, დახმარება გაუწიონ საარჩევნო პროცესებს, რომ არჩევნები საერთაშორისო პრინციპებისა და სტანდარტების შესაბიმისად, მაღალ დონეზე ორგანიზებულად ჩატარდეს“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ევროკავშირის ელჩის თქმით, დღევანდელი შეხვედრა წინაასაარჩევნო მზადების შესახებ ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით არსებითად მნიშვნელოვანი იყო, -„დღევანდელ შეხვედრაზე მე მივიღე სრული ინფორმაცია, - თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალედ ჩასატარებლად. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ერთპიროვნულად არ გამოთქვამს თავის აზრს არჩევნებთან მიმართებაში. არსებობს OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია, რომელმაც უკვე დაიწყო თავისი მისიის შესრულება და სწორედ ეუთო გამოაქვეყნებს თავის დაკვირვების შედეგებს, რაც ჩვენ დაგვეხმარება არჩევნების შეფასებისას“,-აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

სულ: 9 ფოტო