A
A A A
a A

9 ოქტომბრის სხდომის შედეგები

9 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქალაქ თბილისის საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების ბიულეტენების ტექსტები დაადგინა.

კომისიამ 2017 წლის 21 ოქტომბრის  არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლები დანიშნა. საარჩევნო ბიულეტენები და შემაჯამებელი ოქმები ცხრა სტამბაში დაიბეჭდება - თითოეულში 5 დამკვირვებელი დაინიშნა, აქედან ორი ცესკოს წევრია, ხოლო სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

დღესვე კომისიამ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად - „კავშირი 21-ე საუკუნე“ დაარეგისტრირა.