A
A A A
a A

შეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გაიმართა შეხვედრა.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ კორნელია იონკერს 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა იმსჯელეს წინასაარჩევნო გარემოზე. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს როგორ განახორციელებს სადამკვირვებლო მისია 21 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებას.

შეხვედრაში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ ანასაშვილი, პრეს სპიკერი ანა მიქელაძე, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კორნელია იონკერი, ანალიტიკოსები საარჩევნო საკითხებში მაშა იანუშევიჩი და გორან პეტროვი მონაწილეობდნენ.

OSCE/ODIHR-მა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელება 13 სექტემბრიდან დაიწყო.

სულ: 9 ფოტო