A
A A A
a A

ტრენინგი საარჩევნო სუბიექტების იურისტებისთვის

საარჩევნო სუბიექტების იურისტებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. სწავლება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ჟერომ ლეღომ და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნეს.

მონაწილეები „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესულ ცვლილებებს, საარჩევნო დავებთან და ადმინისტრაციულ რესურსთან  დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდნენ. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტს.

ტრენინგები ცესკომ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) ერთად ჩაატარა.

სწავლება 4-10 ოქტომბერს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ოფისში მიმდინარეობდა და მასში საარჩევნო სუბიექტების 50-მდე იურისტმა მიიღო მონაწილეობა.

სულ: 10 ფოტო