A
A A A
a A

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების ვიზიტი სწავლების ცენტრში

მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, სწავლების ცენტრს არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“ ინიციატივით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ სწავლების ცენტრის საქმიანობას, მათ შორის საგრანტო კონკურსისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესს.

სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ბერულავა ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა განათლების კუთხით დაგეგმილ აქტივობებზე და უკვე განხორციელებულ პროექტებზე, ასევე გააცნო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით დაგეგმილი სხვა ინიციატივები.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსია/სემინარში თემაზე: ”არჩევნები და საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლი”. დისკუსიის ფორმატში მონაწილეებმა ამომრჩეველთა უფლებებსა და არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიური მონაწილობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ხმის მიცემის პროცედურის გაცნობის მიზნით, ასევე მოეწყო ვიდეო რგოლის ჩვენება, აზერბაიჯანულენოვანი სუბტიტრების თანხლებით.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა ცესკოში განთავსებული ისტორიული ფოტო გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს საარჩევნო ისტორიის უნიკალურ მასალებს მოიცავს და 1918-2008 წლების პერიოდს ასახავს.

სწავლების ცენტრი მუდმივად უწყობს ხელს ისეთი სასწავლო-საინფორმაციო პროექტების განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საარჩევნო პროცესებში ჩართულობასა და მათი მოტივაციის ამაღლებას.

სულ: 3 ფოტო