A
A A A
a A

ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შესახებ

12 ოქტომბერს №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ქ. ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფრომაციო განყოფილების უფროსის ხათუნა შარაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ოქმის შედგენის მიზეზი გახდა, ქ. ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფრომაციო განყოფილების უფროსის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტი, კერძოდ - ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე მიბმული იყო პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის ფეისბუქ-გვერდი, ნაცვლად ქალაქის მერიის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდისა.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

* * *

11 ოქტომბერს №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, გელა კაპანაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ოქმის შედგენის მიზეზი გახდა, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის მხრიდან წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობა.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის ასევე გადაეგზავნა შესაბამის სასამართლოს.