A
A A A
a A

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრებისა და ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა აქტივობები განახორციელა საარჩევნო ადმინისტრაციამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ზრდისა და მათი ინფორმირებულობისთვის.

სად და რამდენი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული საარჩევნო უბანია ქვეყნის მასშტაბით, საუბნო საარჩევნო კომისიის რამდენი წევრია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი, რა საინფორმაციო საგანმანათლებლო პროგრამები განახოერციელა საარჩევნო ადმინისტრაციამ, როგორ განხორციელდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია - ამ და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სხვა აქტივობებზე სოფიო სიჭინავასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასეს. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებებიც, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია კომპეტენციის ფარგლებში გაითვალისწინებს. 

სულ: 10 ფოტო