A
A A A
a A

შეხვედრა პენიტენციურ დაწესებულებებში სააგიტაციო მასალის განთავსების წესების შესრულების მონიტორინგის ჯგუფთან

პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განთავსების წესების შესრულებას მონიტორინგის ჯგუფი დააკვირდება, რომლის შემადგენლობაშიც ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტების და ცესკოს წარმომადგენლები არიან. მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა. ცესკოს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჯგუფის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საკუთარი უფლებამოსილებების და მონიტორინგის განხორციელების პროცედურის შესახებ.

მონიტორინგის ჯგუფი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს №75/2012 განკარგულების შესაბამისად, თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა და მის წევრებს შესაძლებლობა აქვთ 13-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით პენიტენციურ დაწესებულებებში დააკვირდნენ თუ როგორ ხორციელდება ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინფორმირება.

სულ: 8 ფოტო