A
A A A
a A

12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების 23 წარმომადგენელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს იმ 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების 23 წარმომადგენელს შეხვდა, რომლებიც 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან. თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს, რომელშიც ასევე შედის საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელი, ცესკოს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული საქმიანობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩევლების ინფორმირებისთვის და საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის განახორციელა.

საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ბულგარეთიდან, ბელარუსიდან, ავღანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ხორვატიიდან, იორდანიიდან, ლიტვადან, მალდივის რესპუბლიკიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, შრი ლანკადან, თურქეთიდან და უკრაინიდან დღის განმავლობაში სხვადასხვა საუბნო საარჩევნო კომისიებში გაუწევენ არჩევნებს მონიტორინგს და ხმის დათვლის პროცესსაც დაესწრებიან.

სულ: 10 ფოტო