A
A A A
a A

3 ნოემბრის სხდომის შედეგები

3 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თიანეთში მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბათილად ცნო №19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2017 წლის 1 ნოემბრის №23/2017 განკარგულება; ხოლო მომჩივანის მოთხოვნა №19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მერის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობისა და მერის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ, კომისიამ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად ძალაში დარჩა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2017 წლის 1 ნოემბერს შედგენილი მერის არჩევნების №19 შემაჯამებელი ოქმი (განკარგულება №271/2017).

უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საჩივარი (ცესკოში რეგისტრაციის №4914) №01 მთაწმინდის, №02 ვაკის, №03 საბურთალოს, №04 კრწანისის, №05 ისნის, №06 სამგორის, №07 ჩუღურეთის, №08 დიდუბის, №09 ნაძალადევის, №10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემითა და №11 საგარეჯოს, №12 გურჯაანის, №13 სიღნაღის, №14 დედოფლისწყაროს, №15 ლაგოდეხის, №16 ყვარლის, №17 თელავის, №18 ახმეტის, №19 თიანეთის, №20 რუსთავის, №21 გარდაბნის, №22 მარნეულის, №23 ბოლნისის, №24 დმანისის, №25 წალკის, №26 თეთრიწყაროს, №27 მცხეთის, №28 დუშეთის, №29 ყაზბეგის, №30 კასპის, №32 გორის, №33 ქარელის, №35 ხაშურის, №36 ბორჯომის, №37 ახალციხის, №38 ადიგენის, №39 ასპინძის, №40 ახალქალაქის, №41 ნინოწმინდის, №43 ონის, №44 ამბროლაურის, №45 ცაგერის, №46 ლენტეხის, №47 მესტიის, №48 ხარაგაულის, №49 თერჯოლის, №50 საჩხერის, №51 ზესტაფონის, №52 ბაღდათის, №53 ვანის, №54 სამტრედიის, №55 ხონის, №56 ჭიათურის, №57 ტყიბულის, №58 წყალტუბოს, №59 ქუთაისის, №60 ოზურგეთის, №61 ლანჩხუთის, 15 №62 ჩოხატაურის, №63 აბაშის, №64 სენაკის, №65 მარტვილის, №66 ხობის, №67 ზუგდიდის, №68 წალენჯიხის, №69 ჩხოროწყუს, №70 ფოთის, №79 ბათუმის, №80 ქედის, №81 ქობულეთის, №82 შუახევის, №83 ხელვაჩაურის, №84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ამავე მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის, ამავე მუნიციპალიტეტების საკრებულოს პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამაბელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ (განკარგულება №272/2017).

ასევე უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” საჩივრები, №32 გორის, №55 ხონის, №81 ქობულეთის, №13 სიღნაღის, №59 ქუთაისის, №52 ბაღდათის, №17 თელავის, №79 ბათუმის, №54 სამტრედიის, №58 წყალტუბოს, №61 ლანჩხუთის და №11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის, ამავე საარჩევნო ოლქების საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესწავლისა და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ხმების თავიდან გადათვლის მოთხოვნის თაობაზე (განკარგულება №272/2017).

დღესვე ცესკომ უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა საჩივრები, რომლის მიხედვითაც მოთხოვნილი იყო №40 ახალქალაქის, №67 ზუგდიდის, №79 ბათუმის, №59 ქუთაისის, №17 თელავის, №11 საგარეჯოს, №54 სამტრედიის, №66 ხობის და №20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული პროპორციული სისტემით არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა, აღნიშნული საარჩევნო ოლქების საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესწავლა და შესაბამისად ხმების თავიდან გადათვლა, იმ შემთხვევაში თუ ამის საფუძველი იარსებებდა. საჩივრები ცესკოში წარმოდგენილი იყო საარჩევნო ბლოკის „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველოს“, პ/გ „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“, ს/ბლოკ „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოს“, პ/გ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“, ს/ბლოკ „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“, პ/გ „ეროვნული ფორუმი - შენების მოძრაობის“, პ/გ „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“, პ/გ „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ და პ/გ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ (განკარგულება №272/2017).

ცესკოში გამართულ სხდომაზე, კომისიის წევრებმა თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის ფორმა დაამტკიცეს.

მათ, ასევე აირჩიეს წევრები შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებში: №3 საბურთალო - აკაკი ხუსკივაძე, №10 გლდანი - ანა შარიქაძე და ზვიად ზაალიშვილი, №13 სიღნაღი - ვახტანგ მესტიაშვილი, №32 გორი - ლევან ისაკაძე, №38 ადიგენი - თეა ბერიშვილი, №50 საჩხერე - მანანა მუმლაძე.