A
A A A
a A

7 ნოემბრის სხდომის შედეგები

7 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევის შესახებ. განკარგულების მიხედვით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს პირველი სხდომა 2017 წლის 14 ნოემბერს 11:00 საათზე, საკრებულოს შენობაში გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ ასევე მიიღო განკარგულება თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების არჩევისა და მათი უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე.