A
A A A
a A

13 ნოემბრის სხდომის შედეგები

13 ნოემბერს გამართულ სხდომაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად ზურაბ ხრიკაძე აირჩიეს.

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ მიიღო განკარგულება 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევის შესახებ. განკარგულების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქების/თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართება 2017 წლის 20 ნოემბერს 15:00 საათზე (გარდა თვითმმართველი თემის ოზურგეთისა).

თვითმმართველი თემების თელავის, მცხეთის, გორის, ახალციხის, ამბროლაურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების პირველი სხდომები კი გაიმართება 2017 წლის 14 ნოემბერს 15:00 საათზე.