A
A A A
a A

ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) კონფერენცია ბულგარეთში

სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ შუკაკიძემ ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) მიერ ორგანიზებულ 26-ე ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 2017 წლის 8-10 ნოემბერს ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში გაიმართა.

ამომრჩეველთა ინფორმირება ციფრულ ეპოქაში, საარჩევნო ადმინისტრაციების როლი საჯარო და თავისუფალი საარჩევნო საინფორმაციო სივრცის უზრუნველსაყოფად,  ამომრჩეველთა საინფორმაციო-სასწავლო კამპანიების მნიშვნელობა,  თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება ამომრჩეველთა ინფორმირების უზრუნველსაყოფად - კონფერენციის განხილვის მთავარი თემები იყო.

სწავლების ცენტრის დირექტორმა ამომრჩევლების ინფორმირების გაზრდის მექანიზმებზე წარადგინა პრეზენტაცია და საარჩევნო პროცესების მიმართ საანდოობის უზრუნველსაყოფად ამომრჩევლთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ნათია ზაალიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ ამომრჩევლებისთვის განხორციელებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების შესახებ, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეთავაზებული სერვისების თაობაზე ისაუბრა. 

ღონისძიებაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიები მონაწილეობდნენ.

სულ: 4 ფოტო