A
A A A
a A

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა

ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკოს სწავლების ცენტრის თანამშრომლები ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლას ესტუმრნენ. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის (მე-12 კლასი) ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა არჩევნების არსის და საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლის შესახებ სემინარი ჩაატარეს.

სემინარის ფარგლებში ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საარჩევნო გარემოს ხელშეწყობისთვის და ზოგადად ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის განახორციელა.

სწავლების დასასრულს ასევე მოეწყო იმიტირებული კენჭისყრის პროცესი: მოსწავლეებმა პრაქტიკაში განახორციელეს ყველა ის ეტაპი, რომელსაც ამომრჩეველი არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე გადის.

სულ: 13 ფოტო