A
A A A
a A

საერთაშორისო კონფერენცია - საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემა და გაუმჯობესების გზები

საარჩევნო ადმინისტრაციების სისტემები და მათი გაუმჯობესების გზები ორდღიანი განხილვების თემა იყო კიევში. უკრაინის დედაქალაქში გამართულ კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებთან ერთად საქართველოს ცესკოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციის პარალელურად გაიმართა უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციის დაარსების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების სპეციალისტმა, ელენე ბობოხიძემ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემის შესახებ წარადგინა პრეზენტაცია და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიც არის, არჩევნების ადმინისტრირების სისტემა საქართველოში, საარჩევნო პროცესების მართვისთვის დანერგილი შიდა პროგრამული უზრუნველყოფა, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმა, საარჩევნო გარემოს განვითარებისთვის დასახული გზები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიღწევები. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა ცესკოს ბიუჯეტის მართვის, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსი, შორენა კუნდუხაშვილი.

საერთშორისო კონფერენცია უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციის, ევროსაბჭოს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და უკრაინაში ეუთოს წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც მონაწილეობდნენ, როგორც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები, ასევე საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

სულ: 10 ფოტო