A
A A A
a A

24 ნოემბრის სხდომის შედეგები

24 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე, საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი, კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ გამოცხადდა ინფორმაცია და სხდომის ოქმში გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი.

სხდომაზე ცვლილებები შევიდა ცესკოს შემდეგ დადგენილებებში:

  • „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” (2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილება).
  • „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” (2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილება).
  • „საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” (2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილება).
  • „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ (2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილება).
  • „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ (2014 წლის 20 მარტის №12/2014 დადგენილება).
  • „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” (2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილება).

ცვლილება შევიდა ასევე შემდეგ განკარგულებებში:

დღევანდელ სხდომაზე ცესკომ მიიღო განკარგულება, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული თვითმმართველი თემის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება 2017 წლის 27 ნოემბერს 12:00 საათზე.

დღესვე დამტკიცდა არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიაში პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების სააკრედიტაციო მოწმობა.

უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს რევაზ ეგაძეს. შესაბამისად, გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის  წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.  საბუთების წარდგენა ცესკოში, მიმდინარე წლის 27 ნოემბრიდან 6 დეკემბრის  ჩათვლით (18:00 სთ-მდე) იქნება შესაძლებელი  (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.).