A
A A A
a A

27 ნოემბრის სხდომის შედეგები

27 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2017 წლის 14 ნოემბრის საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა. ცესკომ ძალაში დატოვა №35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 7 ნოემბრის №194 გადაწყვეტილება, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ.

სხდომაზე ცესკომ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის №4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში - გიორგი გახარიას საჩივრები. გიორგი გახარია ითხოვდა კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავით ფეტვიაშვილის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას.

დღეს გამართულ სხდომაზე არ დაკმაყოფილდა აგრეთვე, №4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავით ფეტვიაშვილის განცხადება დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნის თაობაზე.