A
A A A
a A

ტრენინგი თანამშრომელთა მენტორობისა და სწავლების შესახებ

თანამშრომელთა მენტორობა და სწავლება 4 დღიანი ტრენინგის მთავარი მიმართულება იყო, რომელიც ცესკოს პრეს სპიკერმა, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების და ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა გაიარეს. სწავლება, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ გახსნა და იმ ძირითადი საკითხების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა, რომლებსაც სასწავლო პროგრამა მოიცავს.

სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა ისეთი საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, როგორიც არის მენტორის ფუნქციები და ამოცანები, მენეჯერის მენტორობისთვის საჭირო უნარები და პიროვნული თავისებურებები, ეფექტური მენტორობისთვის აუცილებელი პირობები, ასევე თანამშრომლის განვითარების 4 ძირითადი ეტაპი. სწავლება ინტერაქციული იყო და მოიცავდა, როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სავარჯიშოებს.

ტრენინგი 27 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. სწავლებას არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორები - საქართველოს“ ტრენერები, თეა გველესიანი და ლელა გიორგობიანი უძღვებოდნენ. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ.

სულ: 26 ფოტო