A
A A A
a A

4 დეკემბრის სხდომის შედეგები

 

 

 

 

 

 

4 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცვლილებები შეიტანა დადგენილებებში:

  • ,,ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ“ (ცესკოს 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილება);
  • „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” (ცესკოს 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012  დადგენილება);
  • „საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” (ცესკოს 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილება).

დღეს გამართულ სხდომაზე რეგისტრაცია გაუუქმდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №42/2017 განკარგულებით რეგისტრირებულ საინიციატივო ჯგუფს და მის მიერ სარეფერენდუმოდ შემოთავაზებულ საკითხს: „თანახმა ხართ თუ არა საქართველოში სახალხო დამცველი ირჩეოდეს საყოველთაო, პირდაპირი არჩევნებით?”; ასევე, გაუუქმდა რეგისტრაცია ცესკოს 2017 წლის 27 ივნისის №45/2017 განკარგულებით რეგისტრირებულ საინიციატივო ჯგუფსა და ამავე ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ წარმოდგენილ საკითხს: „თანახმა ხართ თუ არა საქართველოში ქვეყნის პრეზიდენტი ირჩეოდეს საყოველთაო, პირდაპირი არჩევნებით?”

ცესკოს განკარგულებით დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გახდეს არასამეწარმეო იურიდიული პირის - საერთაშორისო ასოციაციის ,,ქალები საარჩევნო ადმინისტრაციებში’’ თანადამფუძნებელი ორგანიზაცია.

სხდომაზე №47 მესტიის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად შორენა გვარლიანი აირჩიეს.

დღესვე კონკურსი გამოცხადდა №10 გლდანისა და №26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად; საბუთების წარდგენა ცესკოში 2017 წლის 5 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით (18:00 სთ-მდე) იქნება შესაძლებელი (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.).