A
A A A
a A

სასწავლო კურსი გრძელვადიანი დამკვირვებლებისთვის სარაევოში

ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელმა ქრისტინა თოლორდავამ  გრძელვადიანი დამკვირვებლების (LTO) ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. 5 დღიან სწავლებას ქალაქ სარაევოში  ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR) გაუწია ორგანიზება. მონაწილეები გაეცნენ სადამკვირვებლო მისიის ორგანიზების პრინციპებს და არჩევნებზე გრძელვადიანი დამკვირვებლების უფლება-მოვალეობებს.

სასწავლო კურსის ფარგლებში ასევე განიხილეს საარჩევნო ციკლთან,  არჩევნების უსაფრთხოებასთან და ქცევის კოდექსთან დაკავშირებული თემები. სასწავლო პროგრამაში სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების, სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. ტრენინგი 27 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

სულ: 2 ფოტო