A
A A A
a A

კონფერენცია თემაზე - „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე, რომლის თემაც „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ იყო, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად თვითმმართველობის რეფორმების მიმდინარე პროცესებზე, საარჩევნო სისტემებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე მსჯელობდნენ. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებულ სესიაზე თამარ ჟვანია დისკუსიაში ჩაერთო და არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა.  

ღონისძიება, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ქეთევან ვაშაკიძემ გახსნეს.

სულ: 4 ფოტო