A
A A A
a A

ღია კარის დღე

13 დეკემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 124-ე საჯარო სკოლის „ნორჩ იურისტთა კლუბის“ წევრებს უმასპინძლა. ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებისთვის სემინარი სახელწოდებით, „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ჩაატარეს. მოსწავლეებმა არჩევნების არსის და საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სემინარის ფარგლებში ასევე მოეწყო იმიტირებული კენჭისყრის პროცესი: მოსწავლეებმა პრაქტიკაში განახორციელეს ყველა ის ეტაპი, რომელსაც ამომრჩეველი არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე გადის.

შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა საარჩევნო თემატიკის ისტორიული ფოტოგამოფენა დაათვალიერეს; მათ ასევე მოინახულეს ცესკოს ბიბლიოთეკა.

სულ: 13 ფოტო