A
A A A
a A

ცესკომ 2017 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაჯამა.

კახეთში გამართულ ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშები წარადგინეს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საარჩევნო ადმინისტრაციის 2018 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი.

სამუშაო შეხვედრაში ცესკოს თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი, წევრები, პრეს-სპიკერი, ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, სწავლების ცენტრის დირექტორი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

14-15 დეკემბერს გამართული შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით და ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

სულ: 7 ფოტო