A
A A A
a A

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ცესკოში

19 დეკემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. ახალგაზრდებისთვის ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენელმა ლაშა მელაძემ სემინარი „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ჩაატარა. სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს არჩევნების არსის, საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლის, ჩართული მხარეებისა და ზოგადად საარჩევნო პროცესების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდებს ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის თანამშრომელი ნიკოლოზ პროსტოსერდოვიც შეხვდა. მან სტუდენტებს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმა გააცნო და ძირითად სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ესაუბრა.

შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა ცესკოს ბიბლიოთეკა მოინახულეს.

სულ: 8 ფოტო