A
A A A
a A

თამარ ჟვანიამ და გიორგი შარაბიძემ საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მოადგილემ  საქველმოქმედო ფონდ “მომავლის გზის“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

თამარ ჟვანია და გიორგი შარაბიძე საქველმოქმედო ფონდის დღის ცენტრს ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრნენ. მათ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ფონდის ბენეფიციარებს საჩუქრად საახალწლო ნაძვის ხე, ტკბილეული, საკვები პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.

საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზა“ 2000 წლიდან ფუნქციონირებს. 2006 წლიდან ფონდის ბენეფიციარები არიან მოზარდები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან. ამჟამად “მომავლის გზას“  36 ბენეფიციარი ჰყავს.

 

 

 

სულ: 13 ფოტო