A
A A A
a A

29 დეკემბრის სხდომის შედეგები

29 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ცნტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 15 სექტემბრის N44/2014 დადგენილება „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.

დღეს მიღებული განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა, წევრთა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხა, შრომის ანაზღაურების ოდენობა და ხარჯთაღრიცხვა განისაზღვრა.

დღესვე განისაზღვრა ცესკოს ის სტრუქტურული ერთეულები და საშტატო ნუსხით გათვალისწინებული იმ მოხელეთა ჩამონათვალი, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ხოლო ცესკოს 2017 წლის 28 ივნისის №18/2017 დადგენილება - „ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი” ძალადაკარგულად გამოცხადდა.

ცესკოს მიერ  მიღებული განკარგულების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და წევრთა შრომის ანაზღაურების ოდენობაც განისაზღვრა.

ასევე ცენტრალურმა საარჩევნიო კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლის საფუძველზეც სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით განსაზღვრავს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს. სწავლების ცენტრის დირექტორს თანხმობა მიეცა  ცესკოში 2017 წლის 27 დეკემბრის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.

დღევანდელ სხდომაზე  დამტკიცდა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2018 წლის სამოქმედო გეგმა.

№46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ნინო ტვილდიანს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. შესაბამისად, გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი №46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად; საბუთების წარდგენა ცესკოში 2017 წლის 3 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით (10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე) იქნება შესაძლებელი (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.).