A
A A A
a A

კონკურსი №01 მთაწმინდის, №07 ჩუღურეთის, №12 გურჯაანის, №28 დუშეთის, №29 ყაზბეგის, №37 ახალციხის, №52 ბაღდათისა და №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსებს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

საოლქო საარჩევნო კომისიის და დასახელება

საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებული ვაკანსიები

თანამდებობრივი სარგო

1.

№01 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია

2 წევრი

950 ლარი

2.

№07 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისია

1 წევრი

1000 ლარი

3.

№12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისია

2 წევრი

1000 ლარი

4.

№28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისია

2 წევრი

950 ლარი

5.

№29 ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისია

3 წევრი

900 ლარი

6.

№37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია

1 წევრი

950 ლარი

7.

№52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისია

1 წევრი

900 ლარი

8.

№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია

1 წევრი

1100 ლარი


განაცხადები მიიღება 2018 წლის 8 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მის.: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.);

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება (ივსება ადგილზე);
  2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
  3. უმაღლესი განათლების (აგრეთვე აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;
  4. ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);
  5. კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).
  6. ორი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
  7. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფოტოასლი.

 

შენიშვნა: საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, რომელთა ასლების შესაბამისობის დადგენის შემდგომ დოკუმენტაცია უბრუნდება კანდიდატს.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს 21 წლის ასაკიდან.