A
A A A
a A

5 იანვრის სხდომის შედეგები

5 იანვარს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის მორიგი არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი განისაზღვრა.

დღესვე ცესკოს განკარგულებით ცვლილებები შევიდა - „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2018 წლის საბიუჯეტო განაცხადის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 28 აპრილის №25/2017 განკარგულებაში.

კომისიამ შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა №1 მთაწმინდის (2 ვაკანსია), №7 ჩუღურეთის (1 ვაკანსია), №12 გურჯაანის (2 ვაკანსია), №28 დუშეთის (2 ვაკანსია), №29 ყაზბეგის (3 ვაკანსია), №37 ახალციხის (1 ვაკანსია), №52 ბაღდათისა (1 ვაკანსია) და №79 ბათუმის (1 ვაკანსია) საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად; საბუთების მიღება ცესკოში 2018 წლის 8 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით (10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე) იქნება შესაძლებელი (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ).